NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და 119:106 გაიმარჯვა. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 8 ქულით მოიგეს.
მამუკელაშვილმა 10:26 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.
„მილუოკიში“ საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 35 ქულა 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო „კლიპერსს“ ბრენდონ ბოსტონმა 20 ქულით ულიდერა.
„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 მოგებით და 17 წაგებით ლიდერ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 თებერვალს, კონფერენციის ლიდერ „ბოსტონთან“ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.