კალათბურთი

2:11 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანას" პრეზიდენტი: "ბითაძეზე ბევრმა დაგვირეკა და დარწმუნებული ვარ, NBA-ს გუნდი აიყვანს"

„ინდიანა პეისერსის“ პრეზიდენტმა კევინ პრიტჩერდმა გოგა ბითაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ ქართველი კალათბურთელი NBA-ში დარჩება და სხვა კლუბი მას კონტრაქტს გაუფორმებს.

„ჩვეულებრივ, როდესაც ახალგაზრდა კალათბურთელს კონტრაქტს უწყვეტენ, ბევრი რეკავს. ჩვენ გოგასთან დაკავშირებით ბევრი ზარი მივიღეთ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მას NBA-ს გუნდი აიყვანს“, - თქვა პრიტჩერდმა.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანა პეისერსში“ გოგა ბითაძე 2019 წლიდან თამაშობდა. თუმცა, ის გუნდიდან გაუშვეს. ქართველ ცენტრს NBA-ში 170 თამაში აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

0.11666