ფეხბურთი

22:50 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიში" ზაფხულში საკადრო ცვლილებები მოხდება

ლონდონის „ჩელსიმ“ ბოლო ორ სატრანსფერო პერიოდში ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა, თუმცა ჯერჯერობით, კლუბს წარმატებული შედეგები არ აქვს.

ტოდ ბოელის მმართველობის პერიოდი ლონდონურ გუნდში იდეალურად ნამდვილად არ დაიწყო და როგორც ჩანს, ზაფხულში კლუბში ბევრი საკადრო ცვლილება მოხდება.

ESPN-ი იტყობინება, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ჩელსის“ გეგმებში კრისტიან პულიშიჩი, ჰაკიმ ზიეში, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მატეო კოვაჩიჩი, კალიდუ კულიბალი და კალუმ ჰადსონ-ოდოი არ შედიან.

გარდა ამისა, „ჩელსი“ არ აპირებს მილანის „ინტერიდან“ რომელუ ლუკაკუს დაბრუნებას, რომელიც იტალიაში იჯარით თამაშობს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღიათ ნგოლო კანტესა და მეისონ მაუნთის შესახებ, რომლებსაც ასევე შეიძლება მოუწიოთ კლუბის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პრემიერლიგაში 30 ქულით მეცხრე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება.

თეგებიჩელსი
0.11826