ფეხბურთი

16:23 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა "ვალენსიას" მწვრთნელობაზე თანახმაა, თუმცა კლუბს კიდევ ორი კანდიდატი ჰყავს

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალოს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შემდეგ გუნდი ვორო გონსალესმა ჩაიბარა, რომლის ხელმძღვანელობით „ვალენსია“ ორჯერ დამარცხდა. ის „ლოს ჩეს“ „ბილბაოსთანაც“ გაწვრთნის, მაგრამ შემდეგ უდიდესი ალბათობით შედეგის მიუხედავად, პოსტს დატოვებს, რადგან გუნდში დროებით დანიშნეს.

ვალენსიას ტექნიკურ დირექტორ მიგელ ანხელ კორონას კი რუბენ ბარახას, ვისენტე მორენოსა და ნუნუ ესპირიტუ სანტუს ვარიანტები აქვს. ყველაზე რეალური ბარახას კანდიდატურაა, რადგან უმუშევარია და თანაც, თანახმაა კლუბი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბაროს. ბარახა „ვალენსიას“ ლეგენდაა და კლუბის ახალგაზრდულ გუნდსაც ავარჯიშებდა, ბოლოს კი 2020 წელს „სარაგოსაში“ მუშაობდა.

ვისენტე მორენო საუდის არაბეთში, „ალ-შაბაბში“ მუშაობს და გარდა იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მას სურს, უფრო გრძელვადიანი პროექტი, ვიდრე მიმდინარე სეზონის ბოლომდე მუშაობაა.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ „ვალენსიას“ 2014-2015 წლებში წვრთნიდა. ამჟამად ისიც საუდის არაბეთში მუშაობს, „ალ-იტიჰადთან“ და ამიტომ ესპანელებს კომპენსაციის სახით 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ამ მიზეზით პორტუგალიელის ვარიანტი ყველაზე არარეალურია.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ ლა ლიგაში 20 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

0.120351