ფეხბურთი

15:17 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "ბორდო" ზურიკო დავითაშვილს უნდა დაეყრდნოს"

ფრანგმა ჟურნალისტმა ქსავიერ დომერგიმ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა დამაგვირგვინებენ ფაზაში უნდა მოუმატოს, თუმცა ამის მიუხედავად ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე არის.

„ფეხბურთელი, რომელზეც უთუოდ უნდა ვისაუბროთ, ეს არის დავითაშვილი. მას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული ტექნიკა და ახალგაზრდაა. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ნამდვილად ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ჟირონდელებს მასზე დაყრდნობა შეუძლიათ. თავიდანვე გამოჩნდა, რომ მასში შემოქმედებითი ხასიათი იყო, თუმცა მართალია, რომ ბოლო მომენტში ხშირად სიზუსტე აკლდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დაიხვეწა, უფრო მარტივად თამაშობს, თამაშს გრძნობს და ტექნიკურია. სტატისტიკის კუთხით უფრო მეტის იმედი მაქვს, კერძოდ, უფრო გადამწყვეტი უნდა გახდეს“, - თქვა დომერგმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის ფრანგულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს.

0.132457