ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს მეორე წრეში, მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელ გრეგუა ბარერთან ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა. პირველ სეტში ფრანგ ჩოგბურთელს ერთი ბრეიკი ეყო მოსაგებად, ისევე, როგორც მეორე სეტში, რადგან თავის ჩაწოდებაზე მთელი თამაშის განმავლობაში შეცდომა არ დაუშვია.
ნიკოლოზმა 4 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს მხოლოდ 2 ეისი ჰქონდა, მაგრამ ორმაგი შეცდომა არ ჰქონია.
ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეში ასპარეზობა დაასრულა. ქართველმა საფრანგეთში ერთი ეტაპის გადალახვა მოახერხა.