ჩოგბურთი

23:05 | 9.02.2023 | ნანახია 359 - ჯერ

ჯოკოვიჩი ინდიან ველსის განაცხადშია, მაგრამ...

ინდიან ველსის ორგანიზატორებმა ნოვაკ ჯოკოვიჩი განცხადში შეიყვანეს. თუმცა ამის მიუხედავად, სერბმა ჩოგბურთელმა შეიძლება კალიფორნიულ ტურნირში მონაწილეობა ვერ შეძლოს. ამის მიზეზი ისაა, რომ მას კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია არ გაუვლია.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასტერს 1000-ის ეს ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული. მაგრამ სამხრეთ კალიფორნიული უდაბნოს ტურნირზე 2019 წლის შემდეგ არ უთამაშია.

შეერთებულ შტატებში იკრძალება იმ უცხოელთა საჰაერო ტრანსპორტით ჩასვლა, რომლებსაც ვაქცინაცია არ გაუვლიათ. ეს შეზღუდვა სავარაუდოდ, მაისში გაუქმდება, ინდიან ველსის ტურნირი კი სტარტს 9 მარტს აიღებს.

ინდიან ველსის დირექტორი ტომი ჰაასი ამბობს, რომ სამწუხარო იქნება, თუ ჯოკოვიჩს შეზღუდვის გამო, ტურნირზე გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცემა. და თუ ვერც სხვა ამერიკულ ტურნირებზე თამაშს შეძლებს. ის დასძენს, რომ ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ჯოკოვიჩმა ქვეყანაში შესვლის უფლება მიიღოს.

სერბმა ჩოგბურთელმა, აუცრელობის გამო, შარშან ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშა. მაგრამ წელს ამ ტურნირზე დაუშვეს და მან მე-10 ტიტული მოიპოვა. ამ ტრიუმფით, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსიც დაიბრუნა.

35 წლის ჩოგბურთელს ნათქვამი აქვს, რომ ურჩევნია, დიდი სლემის ტურნირები გამოტოვოს, ვიდრე კოვიდ-19-ზე აიცრას.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:35 | 07.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

აიცერი შე ცემა

02:33 | 19.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

თავისი ჯიუტობით კარიერის დასკვნით ნაწილს იფუჭებს

13:35 | 05.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მაგარი ჯიუტია რა

14:53 | 11.02.2023
ძიუდოო123 (1282)

რატო უნდა აიცრას ვიღაც შიბლანების გამო? კორპნა აღარაა და არ უშვებენ ესაა მაგათი დემოკრატია და არჩევანის თავისუფლება ამათ მოუხან ამერიკა და მოტრფიალე დემოკრატები

14:54 | 11.02.2023
ძიუდოო123 (1282)

კორონა რა კორპნა

13:10 | 11.02.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ესეც მაგრად არი ვირზე შემჯდარი, აიცერი რა შე ჩემისავ

13:03 | 11.02.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

Us open-ზეც არ დაუშვებენ ალბათ

19:13 | 10.02.2023
ძიუდოო123 (1282)

მოგიხან დემოკრატია ეს ხლიფონაები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074477
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
359