„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
22 წლის თავდამსხმელი უშუალოდ ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. მიქაუტაძემ ბოლო ტურში „ამიენთან“ შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, რითაც თავისი გუნდის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა (2:0).
გიორგი მიქაუტაძეს კარგი სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ექვსჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. ლიგა 2-ში მის აქტივში 11 გოლია, რითაც ბომბარდირთა დავის ლიდერია.