ფეხბურთი

16:53 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს

ვეტერანი ავსტრიელი ფეხბურთელი ვოლქან კაჰრამანი ვენის ქუჩაში მოკლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.

43 წლის ფეხბურთელს ერთ-ერთმა მამაკაცმა იარაღით თავში ესროლა. დანაშაულის ჩადენის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. აღსანიშნავია, რომ 46 წლის დამნაშავემ იმავე იარაღით იქვე თავი მოიკლა.

ვოლქან კაჰრამანი კარიერის განმავლობაში „ფეიენოორდის“, „პაშინგის“, „ლასკის“, „აუსტრიას“, „ექსელსიორის“ და „ტრაბზონსპორის“ ღირსებას იცავდა. ავსტრიის ნაკრებში მან 3 მატჩი ჩაატარა და სამივე 2002 წელს.

0.117482