ფეხბურთი

1:03 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალი" საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

მადრიდის „რეალი“ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ნახევარფინალში აფრიკის ჩემპიონი, ეგვიპტური „ალ-აჰლი“ 4:1 დაამარცხა.

„სამეფო კლუბი“ პირველი ტაიმის მიწურულს ვინისიუს ჟუნიორის გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში ფედერიკო ვალვერდემ მეორე ბურთი გაიტანა და უპირატესობა გაზარდა.

ეგვიპტელებმა 65-ე წუთზე სხვაობა შეამცირეს, თუმცა, ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა. 87-ე წუთზე ლუკა მოდრიჩს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, მიუხედავად ამისა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანჩელოტის გუნდმა ორი გოლი გაიტანა. თავი როდრიგომ და სერხიო არიბასმა გამოიჩინეს.

მადრიდის „რეალი“ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 11 თებერვალს, აზიის ჩემპიონ, საუდის არაბეთის კლუბს, „ალ ჰილალს“ დაუპირისპირდება.

0.132105