ფეხბურთი

23:34 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მე-20 ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა (+VIDEO)

„ვალენსიას“ ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ქართველი კიპერი უშუალოდ ლა ლიგამ გამოარჩია.

„ჟირონასთან“ შეხვედრაში გიორგიმ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა 7 დარტყმა მოიგერია, მათ შორის, რამდენიმე ძალიან რთული. აღსანიშნავია, რომ ერთ მატჩში 7 სეივი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდია.

გარდა ამისა, ტურის საუკეთესო სეივების ხუთეულში მამარდაშვილიც მოხვდა და მის ერთ-ერთ მოგერიებას მესამე ადგილი ერგო. მიმდინარე სეზონში ქართველი ტურის საუკეთესო მეკარედ პირველად დასახელდა, თუმცა გასულ სეზონში ეს ორჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგიმ ლა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ უახლოეს შეხვედრას 11 თებერვალს, „მესტალიაზე“ „ბილბაოსთან“ გამართავს.

0.116928