ფეხბურთი

16:55 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიროსლავ ბლაჟევიჩი გარდაიცვალა

ხორვატიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ბლაჟევიჩი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ხორვატული ფეხბურთის ლეგენდაა, რადგან სწორედ მისი ხელმძღვანელობით ხორვატიის ნაკრებმა 1998 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ორი წლით ადრე კი ხორვატია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა.

ბლაჟევიჩი არაერთ გუნდში მუშაობდა, უმეტეს წილად სამშობლოში, ასევე იყო „ნანტის“, „გრასჰოპერსისა“ და „შანხაი შენჰუას“ თავკაცი. ხორვატიის ნაკრებში მან 1994-2000 წლებში იმუშავა, გარდა ამისა, ირანისა და ბოსნიის ნაკრებებსაც წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ბლაჟევიჩი ორ დღეში 88 წლის გახდებოდა...

0.114651