„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს და A ჯგუფის მეშვიდე ტურში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ „პრო რეკოს“ შეხვდა, რომელთანაც უშანსოდ, 3:13 დამარცხდა.
იტალიელებმა სოლიდური უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და მათი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა. „დინამომ“ მხოლოდ ის მოახერხა, რომ მეტოქეს 3 გოლი გაუტანა, თუმცა, თამაშის დაძაბვა ვერ შეძლო.
შარშანაც, ამ გუნდების თამაში თბილისში „პრო რეკოს“ გამარჯვებით, სწორედ 13:3 დასრულდა.
„დინამო თბილისისთვის“ მიმდინარე სეზონში ეს ზედიზედ მეშვიდე წაგება და იყო და ჯგუფში მოგების გარეშე ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში საქართველოს ჩემპიონი 18 თებერვალს, „პრო რეკოს“ იტალიაში დაუპირისპირდება.
„დინამო თბილისი“ – „პრო რეკო“ 3:13 (0:3, 1:2, 2:4, 0:4)