ფეხბურთი

18:28 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მეოცე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 22 წლის ქართველმა Whoscored-ისგან მეკარეებს შორის ტურში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და სიმბოლურში დასახელდა. გიორგიმ „ჟირონასთან“ მატჩში 8.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

მამარდაშვილს გასულ უიქ-ენდზე შესანიშნავი თამაში ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი 0:1 დამარცხდა. ქართველმა კიპერმა 7 დარტყმა მოიგერია, რაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთი მატჩისთვის სარეკორდო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ 20 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულითაა დაცილებული. „ღამურები“ მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „მესტალიაზე“ „ბილბაოს“ უმასპინძლებენ.

0.129565