ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდინიომ, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის შესახებ ისაუბრა.
„ჩავი ჩემი მეგობარია. ვიმედოვნებ, „ბარსელონაში" მისთვის ყველაფერი კარგად წარიმართება და ის შეძლებს პრიმერას ტიტულის მოპოვებას." - ციტირებს ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებს Sport.es.
იანვარში კატალონიელებმა, ჩავის ხელმძღვანელობით, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მთავარი მეტოქე, მადრიდის „რეალი“ 3:1 დაამარცხეს. ეს ჩავის პირველი ტიტული გახლდათ „ბარსელონას“ დამრიგებლის რანგში.
პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში ბარსელონა 20 ტურის შემდეგ უშუალო მდევარ „რეალს“ რვა ქულით უსწრებს.
ევროპა ლიგის ფლეი ოფში კი ესპანურ გრანდს „მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირება ელის.