ფეხბურთი

11:52 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელებმა კრიშტიანუ რონალდუს 38 წლის იუბილე მიულოცეს

საფეხბურთო კლუბმა „ალ-ნასრმა“ ახალწვეული თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე აღნიშნა. ვარჯიშზე თანაგუნდელებმა პორტუგალიელ დიდვარსკვლავს 38-ე დაბადების დღე მიულოცეს და მისი გამოსახულებიანი ტორტი გადასცეს.

„რონალდუ პირველ დაბადების დღეს აღნიშნავს ახალ სახლში! ვულოცავთ ჩვენს კაპიტანს! ვუსურვებთ წარმატებებით აღსავსე კიდევ ერთ წელიწადს!“ - წერს კლუბი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს გააფორმა. ხელშკრულება ორწელიწადნახევრიანია

მიმდინარე სეზონში რონალდუმ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.113995