„ლიდს იუნაიტედიდან“ მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ამერიკელი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა, რადგან იორკშირელებს უკვე 8 ტურია არ მოუგიათ და „ევერტონთან“ ერთად მე-18 ადგილს იყოს.
მარში „ლიდს“ 2022 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში, როდესაც მარსელო ბიელსა შეცვალა. მასთან ერთად კლუბს მისი სამი თანაშემწეც დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ „ლიდს იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ბოლო ტურში „ნოტინგემ ფორესტთან“ 0:1 წააგო. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის ჯესი მარშს.