ფეხბურთი

16:29 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

AS: “მამარდაშვილი რომ არა, „ვალენსიას“ საქმე ბევრად უფრო ცუდად იქნებოდა

ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რის გამოც ესპანური პრესისგან ყურადღება და სტატიაც დაიმსახურა:



„ქართველი მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ, სეზონის მეორე ნაწილში გუნდის საუკეთესო მოთამაშე ხდება. გიორგი ყველა მატჩში უფრო და უფრო ხშირად იცავს გუნდს უფრო მეტი გაშვებული გოლისგან.

არ გაივლის თამაში ისე, რომ მამარდაშვილმა საოცარი სეივი არ შემოგვთავაზოს. მან უკვე მიგვაჩვია, იმას რომ მისი ოსტატური მოგერიებებით „ვალენსიას“ გადარჩენას ხშირად ახერხებს. თუ GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მამარდაშვილს ჩაწერთ, შედეგად ოსტატურს, სანახაობრივს და საგამოფენოს მიიღებთ. ზუსტად ეს ზედსართავები აღწერს იმას, თუ როგორი მეკარე ჰყავს „ვალენსიას.“

მოგერიებული ბურთების რაოდენობით მამარდაშვილი მე-5 ადგილზეა ლიგაში 63 მოგერიებით. მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ, „ვალენსიამ“ 6 თამაში ჩაატარა, რომლებშიც ქართველმა 25 მოგერიება შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მატჩში თავისი გუნდის თამაშში ოთხჯერ მაინც უწევს მას ჩარევა. მასზე წინ მხოლოდ „კადისის“ მეკარე ლედესმაა.

„ვალენსიას“ სპორტული სიტუაცია საკმაოდ ცუდია და ეს მეკარე რომ არ იყოს, საქმე ბევრად უარესად იქნებოდა, რადგან მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო და უფრო ხშირად არჩენს ის გუნდს თავისი ბრწყინვალე პერფორმანსით. ტერ შტეგენთან, კურტუასთან და ობლაკთან ერთად ის საუკეთესოა ტურნირზე.“ - დაწერა AS-მა

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა კარის შენახვა მშრალად სამჯერ მოახერხა. „ვალენსია“ 20 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ქართველი მეკარის გუნდი 11 თებერვალს, „ბილბაოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.120699