ინგლისის პრემიერლიგამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „მანჩესტერ სიტი“ ფინანსური წესების 100-ზე მეტი დარღვევაში არის დადანაშაულებული.
ლიგის განცხადებით, დარღვევები 2009-10 სეზონიდან 2017-18 სეზონებამდე ყოველ წელს იყო განხორციელებული. ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, გუნდს შესაძლოა ქულები დააკლონ ან დააქვეითონ.
„ქალაქელებმა“ დასახელებულ პერიოდში 3 პრემიერ ლიგის, 1 ასოციაციის და 3 კარაბაოს თასის მოგება მოახერხეს.
მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ 21 მატჩის შემდეგ 45 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.