ფეხბურთი

14:33 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპეს კოუტინიოს იჯარით აყვანას „გალათასარაი“ ცდილობს

თურქული „გალათასარაი“ „ასტონ ვილას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფელიპე კოუტინიოს იჯარით დამატებას ცდილობს. ინფორმაციას როგორც ბრიტანული, ასევე თურქული პრესა ადასტურებს.



თურქეთის სუპერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს ჯერ კიდევ აქვთ მოთამაშეების დამატების შესაძლებლობა. „გალათასარაი“ აქტიურად არის დაინტერესებული ბრაზილიელის იჯარით დამატებით, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა შეთანხმების პირობებიც შეიცვალოს.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ინგლისის პრემიერლიგაში 19 თამაში ჩაატარა, თუმცა არცერთი შედეგიანი ქმედება არ ჰქონია. მან ტრავმის გამო ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

გასულ თვეში ბრაზილიელი „კორინთიანსსაც“ დაუკავშირეს, თუმცა გუნდის პრეზიდენტის განცხადებით, ოფიციალური შეთავაზება მათ ბრაზილიელის თაობაზე არ გაუკეთებიათ.

0.143679