კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში კარატეში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა კარატისტებმა, იკა სულამანიძემ და უტა ფონიავამ ოქროს მედლები მოიპოვეს.
-კუმიტეს 61 კგ. წონით კატეგორიაში ფონიავამ ფინალში პოლონელ დომინიკ ძიუდას სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
-67 კგ. წონით კატეგორიაში, ასევე კუმიტეში, სულამანიძემ ესტონელი ტან მარკუს ოიალა დაამარცხა და ისიც ოქროს მედალს დაეუფლა.
ტურნირში, რომელიც 3-დან 5 თებერვლის ჩათვლით იმართებოდა, კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. -75 კგ. წონაში ვალიკო ფონიავამ მე-5 ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც 6 ოქროს და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველომ ტურნირი 2 ოქროს მედლით მე-10 ადგილზე დაასრულა.
იუნიორთა და კადეტთა ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2024 წელის, საქართველოში გაიმართება.