საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი წინასასეზონო შეკრებას თურქეთში განაგრძობენ. „დინამო ბათუმმა“ „ოლექსანდრია“ დაამარცხა, „დინამო თბილისმა“ კი მაკედონიურ „შკუპისთან“ წააგო.
„დინამო ბათუმმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ გამართა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. ბათუმელები ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, მეორე გოლი კი გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა და შესვენებაზე გუნდი კომფორტული უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში ვოლოშინის და რიბალკას გოლებით უკრაინელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა ჯერ ავტოგოლით, შემდეგ კი ირაკლი ბიძინაშვილის ზუსტი დარტყმით გამარჯვება ბათუმელებს დარჩათ.
„დინამო ბათუმი“ 4:2 „ოლექსანდრია“
გოლები: მამუჩაშვილი, რეხვიაშვილი, ავტოგოლი, ბიძინაშვილი - ვოლოშინი, რიბალკა
„დინამო ბათუმი“: ჩიჩკანი, ჩაბრაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, ხარებავა, ლიტვინენკო, ვიდაკოევიჩი, მამუჩაშვილი, ზარია, ვაწაძე, კვერნაძე;
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, კაპანაძე, ფლამარიონი.
წარუმატებელი იყო თურქული შეკრების მეექვსე მატჩი საქართველოს ჩემპიონისთვის. „დინამო თბილისი“ მაკედონიურ „შკუპის“ დაუპირისპირდა, რომელშიც ქართველი გაგი მარგველაშვილი თამაშობს და 0:2 დამარცხდა.
დინამოელებმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს. ანგარიში შეხვედრის დებიუტში მამადუ დანფამ გახსნა, მეორე გოლი კი პენალტით სანდეი ადეტუნჟიმ გაიტანა.
მეორე ტაიმში „შკუპის“ ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც დინამოელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ლუკა კუტალაძემ აჯობა. ძალიან მალე, უკვე მაკედონიელთა კარშიც დაინიშნა პენალტი, თუმცა ამჯერად დარტყმა უსმანე კამარამ ვერ შეასრულა ზუსტად და ბურთი კარს ააცილა. საბოლოოდ მატჩი 0:2 დასრულდა.
„დინამო თბილისი“ 0:2 „შკუპი“
გოლები: დანფა, ადეტუნჟი.
„დინამო თბილისი“: კერესელიძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, კობოური, მაისურაძე, მექვაბიშვილი, უგრეხელიძე, მოისწრაფიშვილი, კამარა, ოდიშარია, მარუშიჩი;
სათადარიგოები: კუტალაძე, მალი, ტაბიძე, ნზაბა, სიგუა, ოსიყმაშვილი, იმრანი, გონსალვეში, სხირტლაძე