ფეხბურთი

21:25 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიას გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბაქოს „ნეფთჩიმ“ აზერბაიჯანის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სუმგაითი“ 2:0 დაამარცხა, სოლომონ კვირკველიამ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა მცველმა ანგარიში თავური დარტყმით 54-ე წუთზე გახსნა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-19 მატჩში მეორე გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ „ნეფთჩი“ 44 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073034
სარეკლამო ადგილი - 99
X x X