ფეხბურთი

20:05 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერერა: “ოჩოა თამაშს იმსახურებს”
მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიგელ ერერამ გილერმო ოჩოაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “მალაგას” ძირითად კიპერად ყოფნას იმსახურებს.

“მე მიმაჩნია, რომ ოჩოა “მალაგას” პირველი მეკარე უნდა იყოს. ვხედავ, რომ ის თავდაუზოგავად შრომობს, რათა ძირითადში ადგილი მოიპოვოს.

ვფიქრობ, რომ მოთამაშე, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, “მალაგას” ძირითადში უნდა თამაშობდეს. ჩემთვის გაუგებარია მისი უთამაშებლობა. მიუხედავად ამისა, მექსიკის ნაკრების ძირითადი მეკარე კვლავ გილერმო იქნება”, - აღნიშნა მექსიკელმა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ოჩოა “მალაგაში” გასულ ზაფხულს “აიაჩოდან” გადავიდა, მაგრამ ანდალუსიელთა მთავარი მწვრთნელი, ხავი გრასია კარლოს კამენს ენდობა, ხოლო მექსიკელი კვლავაც დებიუტის მოლოდინშია.

0.124692