ჩეხეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილის „ზლინი“ „იაბლონეცს“ დაუზავდა (2:2), ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
ჭანტურიშვილმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე მისი პასით მარტინ ფილომ სხვაობა ორამდე გაზარდა. ამის მიუხედავად „ზლინმა“ უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდა.
29 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „ზლინი“ ჩეხეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 თებერვალს, „ტეპლიცეს“ უმასპინძლებს.