ფეხბურთი

21:37 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნატედი“ და „პსჟ“ ოსიმენის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტს იხდიან

„მანჩესტერ იუნატედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ნიგერიელი შემტევის, ვიქტორ ოსიმენის თამაშს აქტიურად აკვირდებიან და ზაფხულში, მის შესაძენად მზად არიან, 100 მილიონ ევროზე მეტიც გადაიხადონ.



ოსიმენი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება, სერია A-ს ლიდერი „ნაპოლის“ შემადგენლობაში 14 გოლი აქვს გატანილი და გრანდების ყურადღებასაც იმსახურებს.

ESPN-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკებიც“ და პარიზელებიც მომავალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერებაზე უკვე აქტიურად ფიქრობენ და ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ სწორედ ეს ორი გუნდი შეეცდება სატრანსფერო ბრძოლის გამართვას.

ვინაიდან და რადგანაც, ბოლო პერიოდში შედეგიანი შემტევები სხვადასხვა გუნდებმა დაიტაცეს, მაგალითად ისეთები, როგორიც ჰოლანდი, ლევანდოვსკი და დარვინ ნუნიესია, ოსიმენი ერთ-ერთ ისეთ ფეხბურთელად რჩება, რომელსაც კლუბი არც თუ ისე ცოტა ხნის წინ გამოუცვლია და ეს ორი გრანდი ფიქრობს, რომ მისი შეძენის უკეთესი შანსი ექნება.

0.117136