ფეხბურთი

20:16 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა „არსენალის“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი წააგო „ევერტონთან“

დღეს, 4 თებერვალს, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში, „ევერტონმა“ სენსაციურად დაამარცხა ლიდერი „არსენალი“ – 1:0. სტატისტიკური პორტალის, Opta Sport-ის ცნობით, „მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა კლუბის ისტორიაში პირველი სპეციალისტი გახდა, რომელიც ზედიზედ სამ გასვლით მატჩში დამარცხდა „ევერტონთან“.

პირველად „მეთოფეებმა“ მისი ხელმძღვანელობით „ევერტონთან“ 2020 წლის დეკემბრის ბოლოს 1:2 წააგეს. 2021 წლის დეკემბერში სიტუაცია განმეორდა - ისევ 1:2.

„არსენალმა“ 50 ქულა მოაგროვა და კვლავაც პრემიერლიგის ლიდერია. ხუთი ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის,“ რომელიც კვირას „ ტოტენჰემს“ ეწვევა.

0.123772