„ჰონდა“ ძალური დანადგარების იმ ექვს (სავარაუდოდ, შვიდამდე გაიზრდება) მწარმოებელს შორისაა, რომლებიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2026-30 წლების განაცხადში არიან შეყვანილნი. 2026 წელს ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რასაც სპორტში ახალი კომპანიების მოსვლა მოჰყვება. მათ შორის არიან „აუდი“ და „კადილაკი“ (ჯერ დადასტურებული არაა). ორიც - „ფორდი“ და „ჰონდა“, დიდი პრიზების ცირკს დაუბრუნდება.
იაპონურმა კომპანიამ ფ1 ოფიციალურად მაშინ დატოვა, როცა მაქს ფერსტაპენმა თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. „ჰონდა“ „რედ ბულის“ პარტნიორობას ირიბად გასულ სეზონშიც აგრძელებდა. შემდგ კი ავსტრიულ გუნდს საკუთარი კონსტრუქციის ძრავების მწარმოებელი ტექნიკური ცენტრი (რედ ბულ პაუერტრაინს) შეუქმნა. მაგრამ დაბრუნების შემდეგ, ახალი პარტნიორის მოძებნა მოუწევს, რადგან ხარებმა თავიანთი მომავალი „ფორდს“ დაუკავშირეს.
FIA-ს ჩამონთვალში არიან: „რენო-ალპინი“, „აუდი“, „ფერარი“, „ჰონდა“, „მერსედეს-AMG“ და „რედ ბულ ფორდი“. სავარაუდოდ, ამ სიას „კადილაკი“ დაემატება, რომელიც ახალი გუნდის, „ანდრეტის“ ძრავებით მომმარაგებელი გახდება. ამჟამად ფ1-ის გუნდები მხოლოდ ოთხი ბრენდის ძრავებს იყენებენ.