ავტოსპორტი

22:30 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ფორდი“ ფორმულა 1-ს „რედ ბულთან“ ერთად, 2026 წელს დაუბრუნდება

„ფორდი“ ფორმულა 1-ს 2026 წლიდან დაუბრუნდება, როგორც ძრავების მწარმოებელი. მისი პირველი პარტნიორი კი „რედ ბული“ იქნება, რომელიც ამჟამად „ჰონდას“ რებრენდირებული ძრავებით ასპარეზობს. ეს ინფორმაცია ავსტრიულმა გუნდმა და ამერიკულმა ავტოგიგანტმა ნიუ იორკში, „რედ ბულის“ ფორმის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე გაავრცელეს.

„ფორდი“ გახდება „რედ ბულ პაუერტრაინზის“ პარტნიორი. ეს უკანასკნელი ხარებმა „ჰონდასთან“ პარტნიორობით შექმნეს, რათა გუნდისთვის, იაპონური კომპანიის სპეციფიკაციებით, ძრავები დაემზადებინა. „ფორდი“ აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ძალური დანადგარების მოდიფიცირებაში. კერძოდ, ისეთი ნაწილებისა, როგორიცაა ელემენტების ბლოკი, ელექტრო ძრავი და ძალური დანადგარის მართვის სისტემა.

„რედ ბულ ფორდი“ ძრავებით 2030 წლამდე მოამარაგებს „რედ ბულს“ და მის ნათესავ „ალფატაურის“.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანიამ 2004 წელს თავის ბრენდ (მაშინ მას ეკუთვნოდა) „იაგუარის“ ფ1-ის გუნდი სწორედ „რედ ბულს“ მიჰყიდა. მას შემდეგ, ხარები ინგლისში არიან ბაზირებული. „ფორდის“ ლოგო ბოლოს ფორმულა 1-ში 2004 წელს გამოიყენეს (ჯორდანმა). თუმცა ამის მიუხედავად, ძრავების ამერიკელი მწარმოებელი, აქამდე ფ1-ის მესამე ყველაზე წარმატებულია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლიდან ფორმულა 1-ში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რომლის შესაბამისადაც, სპორტი განახლებადი ნედლეულით დამზადებულ საწვავზე გადავა. ამასთან, ძალური დანადგარის სიმძლავრეში, ელექტრულ ძალაზე უფრო მეტი წილი მოვა.

0.118328