„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი ინგლისის პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
25 წლის შემტევმა რიად მაჰრეზს, სოლი მარშს, ბრენან ჯონსონს, დევიდ რაის, ბუკაიო საკასა და დენ ბერნს აჯობა. რაშფორდმა იანვარში პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
ინგლისელი შემტევი მიმდინარე სეზონში მეორედ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად, კარიერაში კი მესამედ.
აქვე გეტყვით, რომ თვის საუკეთესო მწვრთნელად „არსენალის“ თავკაცი მიკელ არტეტა დასახელდა.