ფეხბურთი

10:25 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "ვინისიუსმა კლასით აჯობა, მაგრამ "ვალენსია" ბევრჯერ გადაარჩინა"

„ვალენსია“ ლა ლიგაში მადრიდის „რეალთან“ 0:2 დამარცხდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ესპანურმა მედიამ ქართველი მეკარე გამოარჩია და მისი თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

AS: „საუკეთესო იყო „ვალენსიაში“, თუმცა ასენსიოს ძლიერი დარტყმა ვერ დაინახა და ქანდაკებასავით გაშეშდა. ორი კარგი სეივი ჰქონდა, ერთი მატჩის დაწყებისთანავე ასენსიოს წინააღმდეგ“.

Eldesmarque: შესვენებამდე ორი კარგი მოგერიება მიითვალა, რითაც გუნდი გადაარჩინა. პირველ გოლში ვერ გაინძრა, მაგრამ დიდებული გოლი იყო. მეორე გოლში ვინისიუსმა კლასით აჯობა. მან გუნდი შემდეგაც გადაარჩინა გოლებისგან“.

„ვალენსიას“ 19 ტურის შემდეგ ისევ 20 ქულა აქვს (ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა) და მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით უსწრებს. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 5 თებერვალს, „ჟირონას“ ესტუმრება. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 23 გოლი გაუშვა და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.

0.11894