ფეხბურთი

2:00 | 3.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "რეალთან" "ვალენსიას" რიგებიდან საუკეთესო იყო, მისი გუნდი მაინც დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ვალენსია“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალს“ ესტუმრა და 0:2 წააგო.

ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო „ღამურების“ სათამაშო ფორმიდან გამომდინარე. „ვოროს“ ხელახალი დებიუტი (ის კლუბში მერვედ დაბრუნდა!) წარუმატებელი გამოდგა და „ვალენსიამ“ ისე წააგო, რომ კარშიც არ დაურტყამს.

მესტალიელთა რიგებში საუკეთესო ტრადიციულად გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც თავისი გუნდი ოთხჯერ გადაარჩინა, მათ შორის, პირველ ტაიმში მარკო ასენსიოს პირსპირ აჯობა, მეორე ტაიმში კი ფედერიკო ვალვერდეს რთული დარტყმა მოიგერია. თუმცა, გიორგი ორ შემთხვევაში ვერაფერს გახდა: 52-ე წუთზე მარკო ასენსიოს შორეული დარტყმული ვერ მოიგერია და ორი წუთის მერე ვინისიუსმა პირისპირ აჯობა.

„ვალენსიას“ 19 ტურის შემდეგ ისევ 20 ქულა აქვს (ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა) და მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით უსწრებს. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 5 თებერვალს, „ჟირონას“ ესტუმრება.

0.1356