ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ბონანიმ ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ „ნაპოლი“ უნდა დატოვოს.
„ვფიქრობ, სპალეტი მზად არის გამარჯვებისთვის. მზად იყო „რომაშიც“ და „ინტერშიც“, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, საოცარი სეზონი აქვს. ჩემი აზრით, უნდა მოიგოს და „ნაპოლიდან“ წავიდეს“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ მხარეები მის გახანგრძლივებაზე მუშაობენ.