საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში ვიზის პრობლემები მოაგვარა და „კარლსრუეში“ ვარჯიში დაიწყო.
28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დღეს საღამოს ივარჯიშა პირველად ახალ გუნდში და ამიერიდან გუნდის განკარგულებშია. „კარლსრუე“ უახლოეს მატჩს 5 თებერვალს, სტუმრად „მაგდებურგთან“ ჩაატარებს, თუმცა ითამაშებს თუ არა, ბუდუ ამ შეხვედრაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა.
შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ორი დღის წინ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.