ჩოგბურთი

19:35 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაესტრომ მარტივად იმარჯვა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე Shanghai Rolex Masters-ის ტურნირზე შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა (6:4, 6:2). პირველ სეტში 5:4-ზე შვეიცარიელის სასარგებლოდ, ფედერერმა ბრეიკი გააკეთა და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში როჯერმა ორი ბრეიკი შეასრულა და მარტივი გამარჯვება იზეიმა. მატჩი საათსა და 13 წუთს მიმდინარეობდა. ფედერერმა 8 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. ესპანელს არც ეისი ჩაუწოდებია და არც ორმაგი შეცდომა ჰქონია.

ფედერერი მეოთხედფინალში ფრანგ ჟულიენ ბენეტოს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა როჯერისკენაა - 5:2.

0.114301