ჩოგბურთი

2:03 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღიაზე დაშავებული მყესით ითამაშა

ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორ კრეიგ ტილის თქმით, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მელბურნში ბარძაყის კუნთის დაზიანებული მყესით ითამაშა და ამან ტურნირის მეათედ მოგებაში ხელი ვერ შეუშალა.

სერბმა ეს ტრავმა სეზონის პირველ ტურნირზე, ადლაიდაში მიიღო. მაგრამ ამის მიუხედავად, სეზონის დიდი სლემის პირველ ტურნირზე მაინც ითამაშა და მის ტიტულს მეატედ დაეუფლა, რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. გარდა ამისა, სლემის ტიტულების რიცხვით (22) რაფაელ ნადალს გაუტოლდა.

„მე ვნახე, ამ ბიჭმა ბარძაყის მყესის სამსანტიმეტრიანი ბზარით ითამაშა. მე ამის სურათები ვნახე. ექიმები სიმართლეს იტყვიან. ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, მართალია ეს, თუ არა. წარმოუდგენელია, რომ ისინი ასეთი ტიპის ტრავმით ახერხებენ თამაშს“, - ამბობს ტილი.

ფინალის შემდეგ, ჯოკოვიჩის მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა განაცხადა, რომ სერბი ისეთი ტრავმით თამაშობდა, რომლის გამო, ბევრი სხვა, ტურნირს არ გააგრძელებდა.

0.103806