ლიგა 2-ის 21-ე ტურის მატჩში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „ლე ავრთან“ დამარცხდა. ფრანგულმა Girondins4ever-მა ქართველი შემტევის თამაში შეაფასა და გამოარჩია.
„ჩვენი ერთადერთი ტოპ-ი ზურიკო დავითაშვილია. ქართველი შემტევი ბევრად უფრო გამორჩეული იყო, ვიდრე „დიჟონთან“ მატჩში, თუმცა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ვერ მოხერხდა. გაუჩერებლად დარბოდა თავის ფლანგზე, ყველაზე გამჭრიახად მოქმედებდა და გუნდის თავდამსხმელებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო. მან რამდენჯერმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო მოქმედებამ შეხვედრაზე კარგი გავლენა ვერ მოახდინა“ - წერია ფრანგულ ვებ-გვერდზე.
„ბორდოს“ რიგებში მართლაც არცერთი შემტევი არ გამოირჩეოდა. გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი მარცხენა მცველმა ვიტალ ნსიმბამ გაიტანა.
21 ტურის შემდეგ, ჟირონდინელები 36 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ. ზურიკო დავითაშვილმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ლიგა 2-ში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.