ბელგიის ნაკრებს დომენიკო ტედესკო გაწვრთნის. ახალგაზრდა გერმანელ სპეციალისტსა და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი ძალაში 2026 წლის ზაფხულამდე იქნება.
ტედესკომ რობერტო მარტინესი შეცვალა, რომელმაც პოსტი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი შედეგების გამო დეკემბერში დატოვა.
37 წლის დომენიკო ტედესკო ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იქნება.
მან სამწვრთნელო კარიერა „აუეში“ დაიწყო, შემდეგ „შალკესა“ და „სპარტაკში“ იმუშავა, გასული სეზონი კი „ლაიფციგში“ გაატარა, რომელსაც გერმანიის თასი მოაგებინა.