„კრემონეზეს“ ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი „რომასთან“ იტალიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს გამოტოვებს.
24 წლის მცველი საზარდულის ტრავმის გამო ჯერჯერობით, ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გუნდთად ერთად ვერ ემზადება. ლუკა „კრემონეზეს“ განაცხადში ხვალინდელი შეხვედრისთვის არც არის.
აღსანიშნავია, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით ლოჩოშვილს ჯერ არ უთამაშია, რადგან მას შემდეგ ტრავმირებულია.
„რომასა“ და „კრემონეზეს“ შეხვედრა 1 თებერვალს გაიმართება. ლუკა ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში 14 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი მიითვალა.