ფეხბურთი

17:32 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშის მეუღლე განქორწინებას ითხოვს

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ორი კვირაა ციხეშია და 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ესპანური მედიის ცნობით, როგორც ჩანს, მას ზურგი მეუღლემაც აცია.

ჯოანა სანსი დანი ალვეშთან განქორწინებას ითხოვს. ეს ამბავი ესპანელმა მოდელმა ბრაზილიელ ფეხბურთელს ადვოკატების მეშვეობით აცნობა. სანსი თავიდან მეუღლეს იცავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელიდან მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა.

როგორც ჩანს, ჯოანამ გადაწყვიტა, რომ დანი ალვეშთან ქორწინებაში აღარ იყოს, მით უმეტეს, რომ ფეხბურთელი ციხეში გაუპატიურების ბრალდებითაა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშმა სავარაუდოდ 23 წლის ესპანელი გოგონა გააუპატიურა, რომელიც ფეხბურთელის დასჯას ითხოვს და ფულად კომპენსაციაზეც კი უარი თქვა. ამიტომაც, 39 წლის ბრაზილიელი ციხეში რჩება და გირაოთი გათავისუფლებაზეც უარი უთხრეს.

0.12015