ფეხბურთი

21:45 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ბენასერი გამოაკლდა

იტალიურ „მილანს“ ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი გამოაკლდა. ალჟირელ ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება.

ჯერჯერობით, ტრავმის ხარისხი უცნობია, მაგრამ მომდევნო ტურში, რომელშიც „მილანი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება, მისი თამაში საეჭვოა. აფრიკელი ფეხბურთელი „როსონერის“ ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა და მისი დანაკლისი სტეფანო პიოლის გუნდისთვის სერიოზული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ისმაელ ბენასერი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე 132 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.128953