ფეხბურთი

16:45 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ორი „ელ კლასიკო“ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში შედგება

ცოტა ხნის წინ ესპანეთის სამეფო თასის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, რომ ნახევარფინალში „რეალ მადრიდი“ - „ბარსელონას“, „ოსასუნა“ კი „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.





კატალონიის „ბარსელონამ“ 1/4 ფინალში „სოსიედადი“ დემბელეს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

„ოსასუნამ“ „სევილიას“ დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით ტაიმებში აბდესამიდ ეზალზულის გოლის წყალობით სძლია.

„ბილბაომ“ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ 3:1 დაამარცხა ისე, რომ ქართველ მეკარეს და მის გუნდს შანსი არ დაუტოვა.

„რეალ მადრიდმა“ როდრიგოს ბრწყინვალე გოლით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, დამატებით ტაიმებში კი „ატლეტიკოს“ 3:1 მოუგო.

სამეფო თასზე ნახევარფინალური ეტაპი ერთადერთია, სადაც გუნდები ერთმანეთს ორჯერ ხვდებიან, შინ და გასვლის ფორმატით. პირველი მატჩები 28 თებერვალს ან 1 და 2 მარტს შედგება, განმეორებითები კი 4, 5 ან 6 აპრილს. ფინალის თარიღად 6 მაისი დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11261