13:48 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვოლოდიმირ ზელენსკი: “რუსი ათლეტები 2024 წლის ოლიმპიადაზე არ უნდა დაუშვან“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობა იმის ნიშანი იქნება, რომ მსოფლიო ტერორს აღიარებს.



„ოლიმპიური კომიტეტის მცდელობა, რუსი ათლეტები ოლიმპიურ თამაშებზე დააბრუნოს, იგივეა, რაც მსოფლიოს მისცეს ნიშანი, რომ ტერორი მისაღებია. რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თამაშები ან სხვა სპორტული ღონისძიებები საკუთარი აგრესიის და შოვინიზმის გამოსავლენად გამოიყენოს“ - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა განიხილა შესაძლებლობა, რომ რუს ათლეტებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მისცეს. ამ ფაქტს უკრაინის სპორტის მინისტრი ვადიმ გუცაიტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღების უფლებას მისცემენ, უკრაინამ შესაძლოა ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადოს.

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა 2024 წელს, 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

0.1127