კალათბურთი

11:15 | 30.01.2023 | ნანახია 666 - ჯერ

მამუკელაშვილმა კვლავ ცოტა ითამაშა, იანისმა კი „ბაქსს“ მოაგებინა

NBA-ში „მილუოკი ბაქსისა“ და „ნიუ ორლეან პელიკანსის“ დაპირისპირება გაიმართა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. „ბაქსის“ შემადგენლობაში პარკეტზე გამოჩნდა სანდრო მამუკელაშვილიც.



ქართველმა კალათბურთელმა დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ ცოტა, 2:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 ჩატენვა შეასრულა და მატჩი 2 ქულით დაასრულა.

„მილუოკი ბაქსის“ რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა იანის ანტეტოკუნმპოს. „გრიკ ფრიკმა“ არც თუ ისე დიდ დროში, 30 წუთში 50 ქულა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიამატა და გუნდის გამარჯვებაში უმთავრესი წვლილი შეიტანა.

მატჩი „მილუოკი ბაქსის“ გამარჯვებით, 135:110 დასრულდა.

სტუმართა რიგებში განსაკუთრებით გამორჩეული არავინ ყოფილა. საუკეთესო 18 ქულით ხოსე ალვარადო იყო.

ეს „მილუოკი ბაქსის“ 33-ე გამარჯვება იყო ლიგაში 17 მარცხის წინააღმდეგ, რითაც ეს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციას იკავებს. „ნიუ ორლეან პელიკანსს“ 26 მოგება და 25 მარცხი აქვს და დასავლეთში მეექვსეა.

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 1 თებერვალს, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:35 | 30.01.2023
Kobe Bean (21711)

ლებრონ-დევისი ბრუკლინს გაანადგურებენთქო და ორივე ისვენებს მაგ თამაშზე)))ძაან არ დაიღალონ,მეორე დღეს ნიკსი აქვთ სათამაშო და ერთი ხო უნდა გამოეტოვებინათ მაგ ორიდან,თან ლეიკერსსაც ისეთი ბალანსი აქვს რომ ვერ დაძრახავ ვერცერთს ამ დასვენების გამო)))პელიკანსი ჩამოიყვანეს 50 პროცენტიან ბალანსზე,ძაან აზარალებს ტრავმები მაგ გუნდს და დროზე თუ არ დაბრუნდა ხალხი განიავდება ეს სეზონიც.იანისმაც იგულავა ნიუორლეანის მეორე სასტავთან)))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066162
666