ფეხბურთი

23:54 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ჩვენი სკუდეტო ოთხეულში მოხვედრა იქნება, მიზანი ესაა"

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი მიმდინარე სეზონში ჩემპიონობასა და ტიტულის შენარჩუნებაზე აღარ ფიქრობს. „როსონერის“ თავკაცმა „სასუოლოსთან“ 2:5 წაგების შემდეგ თქვა, რომ მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა.

„იმედგაცრუებაა, მაგრამ იმედგაცრუებით შორს ვერ წავალთ. ბოლო მატჩებში გვიჭირს და ამან ბიძგი უნდა მოგვცეს, რომ გარკვეული სიტუაციები გავაუმჯობესოთ. სხვაგვარად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი სკუდეტო ჩემპიონთა ლიგის ზონის მოხვედრა იქნება, ეს იქნება ჩვენი მიზანი მიმდინარე სეზონში“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რის შედეგადაც, 38 ქულით მეოთხე ადგილზეა და სატურნირო ცხრილში ორი პოზიციით დაქვეითდა. სტეფანო პიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს, „ინტერთან“ ჩაატარებს.

0.119507