საფრანგეთის ლიგა 2-ის მეოცე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ სტუმრად „დიჟონი“ 3:0 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა.
მე-60 წუთზე დილან ბაკვამ გოლი ზურიკოს პასით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველი შემტევი 72-ე წუთზე შეცვალეს. დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
„ბორდო“ 36 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 31 იანვარს, ლიდერ „ლე ავრს“ უმასპინძლებს, რომელსაც 7 ქულით ჩამორჩება.