ფეხბურთი

20:59 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო თბილისი“ წინასასეზონო შეკრებაზე მეორედ დამარცხდა

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის მატჩში „დინამო თბილისი“ რაზგრადის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.



მატჩის მე-14 წუთზე ანგარიში „ლუდოგორეცის“ არგენტინელმა შემტევმა, მატიას ტისერამ გახსნა. 76-ე წუთზე ბულგარელთა საჯარიმოს სიახლოვეს ჯარიმა დაინიშნა. იმრან ულად ომარის მიერ საჯარიმოში გაშვებულ ბურთს ვერავინ გამოეხმაურა, ამან მეკარეც დააბნია და ანგარიში გათანაბრდა. ამის მიუხედავად, „დინამომ“ დიდხანს ვერ შეძლო ანგარიშის შენარჩუნება და 88-ე წუთზე კირილ დესპოდოვმა მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა - 2:1.

ეს დინამოელთა წინასასეზონო შეკრების მეოთხე მატჩი იყო. „დნიპრო-1“-თან ნათამაშები ფრისა და პლოვდივის „ლოკომოტივის“ დამარცხების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი ჯერ სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ დამარცხდა, ამჯერად კი ბულგარულ „ლუდოგორეცთან“.

მომდევნო მატჩს „დინამო“ თბილისი 8 თებერვალს, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ გამართავს.

„დინამო თბილისის“ შემადგენლობა:

კუტალაძე, მალი, ხვადაგიანი, ულად ომარი, სხირტლაძე, ტაბიძე, ოსიყმაშვილი, ოსეი, გონსალვეში, კირკიტაძე, კობოური.

0.112913