ფეხბურთი

19:15 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის საგოლე პასი "ტრაბზონსპორთან" (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორმა“ მოქმედი ჩემპიონი „ტრაბზონსპორი“ 2:1 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა წვლილი საგოლე პასით შეიტანა.

ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა და 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, როდესაც ბერტუღ ილდირიმმა ანგარიში 2:1 გახადა და როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

28 წლის ქართველ ფეხბურთელს თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს საკუთარ აქტივში.

„ჰატაისპორი“ 19 თამაშში მოპოვებული 20 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 თებერვალს, „გაზიანთეფს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.117324