ფეხბურთი

10:27 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ანხელ დი მარია სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც 34 წლის შემტევმა აღნიშნა, არგენტინის ნაკრებში ისევ ითამაშებს, რადგან მიაჩნია, რომ გუნდში წვლილის შეტანა ჯერ კიდევ შეუძლია.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ ვიქნები ფიზიკურად. ბიჭებმა დამარწმუნეს, რომ ნაკრებში თამაშის გაგრძელება შემიძლია. დავრჩები მანამ, სანამ ვიგრძნობ, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია, ან სანამ მწვრთნელი არ მეტყვის, რომ გუნდს ვეღარ ვეხმარები. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან კარგ დონეზე ვთამაშობ. დანარჩენი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ლეოს გარდა, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ და ვინც უნდა ითამაშოს, ის თამაშობს“, - თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, ანხელ დი მარია არგენტინის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 129 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი. მან „ალბისელესტეში“ მსოფლიოს ჩემპიონატი და კოპა ამერიკა მოიგო, აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.

0.115048