ფეხბურთი

11:30 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელები ფიფამ დისკვალიფიკაციით დასაჯა

ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელები, ედინსონ კავანი, დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი და ფერნანდო მუსლერა დასაჯა.

ხიმენესი და მუსლერა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ და ჯარიმის სახით 20 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდაც დაეკისრათ, ხოლო კავანი და გოდინი თითო მატჩით არიან დისკვალიფიცირებული, გარდა ამისა, 15 ათას შვეიცარიულ ფრანკს გადაიხდიან.

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 50 ათასი შვეიცარიული ფრანკით, მომდევნო საშინაო მატჩის ჩატარება კი ურუგვაის ნაკრებს ნაწილობრივ დახურულ კარს მიღმა მოუწევს.

ურუგვაელი ფეხბურთელების დასჯის მიზეზი სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ მსაჯზე განხორციელებული თავდასხმა და აგრესია გახლავთ.

0.121065